კობა გვენეტაძე: არც ერთი ცენტრალური ბანკი გაცვლითი კურსის პროგნოზს არ აკეთებს

„შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება გაცვლითი კურსი, მაგრამ ის გარემო, რომელიც დღესდღეობით არსებობს, პოზიტიურ მაჩვენებლებს გვაძლევს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, გვენატაძე განმარტავს, რომ საშუალოვადიანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, პოზიტიურია.
მისივე თქმით, მესამე კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო რეკორდულად დაბალი და მოსალოდნელია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით გაუმჯობესებული.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება გაცვლითი კურსი, მაგრამ ის გარემო, რომელიც დღესდღეობით არსებობს, პოზიტიურ მაჩვენებლებს გვაძლევს. როგორც ყოველთვის, მინდა დავამატო, რომ არც ერთი ცენტრალური ბანკი გაცვლითი კურსის პროგნოზს არ აკეთებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები