კობა გვენეტაძე: კრიპტოვალუტის ფასები ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს
საქართველოს მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით არსებული ფინანსური რისკების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის ინფორმირებისთვის განცხადება გაავრცელა.
“ფასები ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს. კრიპტოვალუტების შესაძლო რეგულირებას ყველა ცენტრალური ბანკი სიფრთხილით ეკიდება და გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური განვითარება”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ელექტრონული ფული საქართველოში არ წარმოადგენს ოფიციალური გადახდის საშუალებას.