74%-მა არ იცის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობამ (74%) არ იცის, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს. შეკთხვას, ამართლებენ თუ არა ისინი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ბიუჯეტიდან 25 მილიონის მიღებას, გამოკითხულთა დიდი ნაწილი დადებითად პასუხობს. ეროვნული მაჩვენებლით 21% მიიჩნევს, რომ ეკლესიის მიერ ბიუჯეტიდან თანხის მიღება არასწორია, 22% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 55%–ის აზრით, ეს გამართლებულია.
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა (75%) ასევე არ იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4.5 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება ოთხ რელიგიურ კონფესიაზე: კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი. გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ამართლებს. გამოკითხულთა 39%–ის აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ ეს გამართლებულია. 28%–მა პასუხზე უარი განაცხადა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.
NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები