რის სანაცვლოდ გაათავისუფლეს საუდის არაბეთის პრინცები

საუდის არაბეთის ყველა ის მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი, რომელიც კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ისინი ამ დრომდე ელ-რიადში „Ritz Carlton»-ის ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, სასტუმრო ნორმალურ რეჟიმში უახლოეს მომავალში ამუშავდება. ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც პატიმრობიდან გაათავისუფლეს, კომპანია „Saudi Bunladin group“-ის ხელმძღვანელი ბაქრა ბინ ლადენი და მისი ოჯახის წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 ნოემბერს, ნაციონალური ანტიკორუფციული სააგენტოს ინიციატივით, რომელსაც პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, 4 მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავეს. 22 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მზად არის გაათავისუფლოს ისინი და ბრალდებებიც მოუხსნას იმ შემთხვევაში, თუ 100 მილიარდ დოლარს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები