დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ორ დღეში გადაიყვანენ

დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, ორ დღეში გადაიყვანენ, – ამის შესახებ კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ დროისთვის აპარატზეა მიერთებული. გვეგონა, რომ დღეს გამორთავდნენ, მაგრამ უარი გვითხრეს. თავში კიდევ რაღაც სხვა სიმძიმე აღმოაჩნდა. ჯერჯერობით არ ვიცი, რა გველოდება. უცხოეთში მინდა გადაყვანა. თუმცა ორი დღის განმავლობაში საზღვარგარეთ გადაყვანის უფლებას არ გვაძლევენ. სავარაუდოდ, ზეგ გადავიყვანთ“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები