ადვოკატის მტკიცებით, ნამორაძე კოდუას ცემის დროს მარტო იმყოფებოდა

დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის ადვოკატისა და მეუღლის განცხადებით, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს ნამორაძე მარტო იმყოფებოდა.
ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა და მეუღლემ ნინო სუთიძემ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განუცხადეს.
“გამოძიება ალბათ ამ კუთხით მუშაობს და რა შედეგი იქნება, არ ვიცი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიდან ვიცი, რომ იმყოფებოდა მარტო ინციდენტის დროს. თუმცა, შემთხვევის ადგილზე, როდესაც კოდუას სცემდა, შესაძლოა მას ვინმე დაეხმარა. ამბობს, რომ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მისივე სიტყვებია, რომ იცის ხალხის აგრესია კოდუას მიმართ”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის თქმით კი, მისი მეუღლე თავდასხმის დროს მარტო იმყოფებოდა. რაც შეეხება მიზეზებს, ნინო სუთიძის განცხადებით, თავდასხმის მიზეზი ერეკლე კოდუას ქმედება იყო ნამორაძეების ოჯახის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები