კახა კალაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს

“ნაციონალურ მოძრაობას” სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში პრობლემების არსებობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს. კალაძემ ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
“ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს. ის, რომ ჩვენ მივდივართ საკრებულოში, ვესაუბრებით და კითხვებს ვცემთ პასუხებს, არის ნორმალური პროცესი და მე ამას მივესალმები. როგორც მთავრობის წინა სხდომაზე თქვენ ნახეთ, ისინი ცდილობდნენ სპექტაკლი დაედგათ, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. მივეცით საშუალება, რომ მთავრობის სხდომაზე შემოსულიყვნენ და დასწრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და გვინდა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ, გამოვასწოროთ არსებული ვითარება და თუ ისინიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და იქნებიან კონსტრუქციულები, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები