კოლუმბიაში პოლიციის შენობა დაბომბეს, არიან დაღუპულები

კოლუმბიაში, პოლიციის შენობაზე მომხდარ თავდასხმას 5 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე პოლიციელია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმა შესაძლოა ნარკომოვაჭრეებმა ან კრიმინალურმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დამნაშავეებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდო დააწესა, რომელიც 50 მილიონ პესოს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირია დაკავებული,რომელსაც 5 მკვლელობა, ტერორიზმი და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება ედება ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები