„ბრალდებულსაც აქვს სხეულზე დაზიანებები“ – რას აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

თვითონ ბრალდებულსაც აქვს სხეულზე დაზიანებები, ოღონდ რა ტიპის, ნება მომეცით, არ ვთქვა – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ექსპერტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო.
ჟურნალისტის კითხვაზე, გ.ბ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს თუ არა, ექსპერტი პასუხის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გ.ბ. დუმილის უფლებას იყენებს.
„დუმილის უფლებას იყენებს. ალბათ, ჯობს, ამაზე მე არ ვილაპარაკო. ის კი შემი­ძლია დაგიდასტუროთ, რომ თვითონ ბრალდებულსაც აქვს სხეულზე დაზიანებები, ოღონდ რა ტიპის, ნება მომეცით, არ ვთქვა. ამ დაჭრებსა და მკვლელობებს ჰქონდა წინაპირობა, რაზეც არავინ ლაპარაკობს. გაუგებარია, რატომ არის ამოვარდნილი საქმის კონტექსტიდან ეს ეპიზოდი. იყო დიდი ჩხუბი, ჯგუფური, უამრავი ადამიანის მონაწილეობით, რასაც იურიდიული კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
ამ ფაქტს უამრავი მოწმე ჰყავდა, რომლებიც რეკავდნენ სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, ახლა კი შიშით, ხათრით თუ სხვა ფაქტორის გამო, ხმას აღარ იღებენ. ეს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაა. მოზარდებს რა უნდა ელაპარაკო, როცა გამოძიებასთან სრულწლოვანები არ თანამშრომლობენ“, –აცხადება მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები