სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა. ის ადგილობრივებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს რის შემდეგაც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები