ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში აქციაზე დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია პოლიტიკოსის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფლებადამცველის თქმით, ნავალნი ვალდებულია, სამართალდამცავი უწყების მიერ მისი დაბარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს.
ალექსეი ნავალნი 28 იანვრის საღამოს მოსკოვის ცენტრში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ნავალნი მოსკოვში აქციაზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.
აქციის მიზანი იყო ამომრჩევლების დარწმუნება, არ მივიდნენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მარტშია დაგეგმილი.
ნავალნის ჯერ რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ, შემდეგ კი ყველა ინსტანციის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები