“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” გაერთიანების შესახებ პრესკონფერენცია დღეს გაიმართება

როგორც ცნობილია, „სილქნეტი” „ჯეოსელს” ყიდულობს, დაფინანსება კი თიბისი ბანკის მიერ, ადგილობრივ და რეგიონალურ ბანკებთან ერთად მობილიზებული სინდიცირებული თანხითა და „სილქნეტის” კაპიტალით მოხდა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შესახებ პრესკონფერენცია დღეს 29 იანვარს, 13:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება.

პრესკონფერენციას „სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი  და „სილქნეტის”  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფისა” და „სილქნეტის”  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლექსო თოფურია, ასევე თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გაუძღვებიან.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები