დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვევა. ლიტველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს. ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 30 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები