ოდესაში ეროვნული გვარდიის დანაყოფები შეჰყავთ
უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად რჩება. აღმოსავლეთ რეგიონების შემდეგ სიტუაცია ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით, ოდესაში გამწვავდა. ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქში ეროვნული გვარდიის დანაყოფები შეჰყავთ. შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინის პრემიერ-მინისტრი ადგილზე იმყოფებოდა. არსენი იაცენიუკმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ახალი ტიპის ომის წინაშე დგას.