ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს” და “ჟიგულის” მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 20 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას ბარძაყის და წვივის ძვლები აქვს მოტეხილი. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებენ.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები