პრეზიდენტი: ვულოცავ ლევან გორგაძეს, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება შეძლო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან გორგაძეს – ტოჩინოშინს იმპერატორის თასის მოპოვებას ულოცავს.
„ამაყი ვარ და ვულოცავ ლევან გორგაძეს, პირველ ქართველ და მესამე ევროპელ მებრძოლს, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება შეძლო“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები