გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები