თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საზარელ ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიების ცნობით, ქალმა დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. მოკლა და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო გარდაცვლილი ქალის ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები