კახა კუჭავა: პრეზიდენტის მრჩეველი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად პარლამენტს

გამოდის პრეზიდენტის მრჩეველი და შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს არამედ მთლიანად პარლამენტს და ამ პროცესს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავა პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ როდესაც ხვდებიან, რომ არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ და ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ამავე დროს თვითმიზანი აქვთ რომ ვეტო დაადონ – სხვა გზა აღარ რჩებათ და უზრდელობაზე გადადიან. სამწუხაროა, რომ ამას პრეზიდენტის მრჩეველის მხრიდან ვისმენთ და ამას ემსახურება მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად შეხვდა მედიის წარმომადგენლებს, პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო ყველასათვის. ორივე მხარემ დააფიქსირა პოზიციები და გაცვალეს არგუმენტები. ამის შემდეგ კი გამოდის პრეზიდენტის მრჩეველი და შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად პარლამენტს და ამ პროცესს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება“ –აღნიშნა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები