„მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჰგონია თავი, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან“

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჰგონია თავი, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან – ამის შესახებ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელი განცხადება.

„ვინც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მედია ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას ადევნა თვალი, კარგად ნახავდა, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით და საკითხის სიღრმისეული ცოდნით წარდგა თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე. ეს იყო სამაგალითო ფორმატი, რომელიც პროცესის გამჭვირვალობას და ინკლუზიურობის მაღალ დონეს უზრუნველყოფდა.ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლისგან ჩვენ მოვისმინეთ ისეთი კომენტარი, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს და უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსტიტუტისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობას წარმოადგენდა.სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რონ პრეზიდენტს ჯერ კიდევ სახელმწიფოს პირველი პირის ნაცვლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჰგონია თავი, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან.რაც მთავარია, თავისუფალი მედია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ეს სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად მტკიცდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება“ –აღნიშნა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები