ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის კანონზე”: ვეტოში წარმოდგენილი არგუმენტაცია არის ნული

ვეტოში ნული არგუმენტია წარმოდგენილი, ორი-სამი თეზისია, სადაც ამბობენ, რომ რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი, ესეც კი არ წერია – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “მაუწყებლობის კანონზე” მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაუწყებელში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელსაც აქვს ამბიციური გეგმები, მიზნები და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცენტნახევრიანი რეიტინგი გაიზარდოს.
„ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან, რომ თუ პროცენტნახევრით გინდათ გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცით. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ არგუმენტი, რათა ეს არ გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ იმ ინიციატივაზე, რომელიც არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში პარლამენტს ძალიან გაუჭირდება ვეტოს არდაძლევა.
“მთავარი თემა იყო რა – საზოგადოებრივი მაუწყებელი გეუბნება, რომ პასუხისმგებლობა თუ გვინდა აიღოს პროცენტნახევრის ზრდაზე, მაშინ მხარი უნდა დავუჭიროთ ამას, ეს იყო მათი თხოვნა. მხარი დავუჭირეთ იმის გათვალისწინებით, რომ საპირისპირო არგუმენტები წარმოდგენილი არ იყო. ვეტოს ვკითხულობთ, ნული არგუმენტია წარმოდგენილი. ანუ არის ორი-სამი თეზისი, სადაც ამბობენ, რომ რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი, ესეც კი არ წერია. ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვეტოს არდაძლევა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ არგუმენტები, თუ ჩვენ მივიღებთ მყარ არგუმენტებს, რომ ამით რაღაცა შავდება და ფუჭდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს არგადალახვა. შესაბამისად, გაგრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო გუნდში და შეიძლება გადაისინჯოს ჩვენი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები