რუსეთში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, ტუაპსინის რაიონში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც რუსული მედია იუწყება, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არაა და ამასთან, ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტი ფუნქციონირებას რეგულარულად განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები