ფილიპ დიმიტროვი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას დადებითად აფასებს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ კომენტარი გააკეთა. დიმიტროვის თქმით, დოკუმენტის მიღება ვიზის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურებისთვის გზას გახსნის.
„ანტიდისკრიმინაციული კანონი კარგი ამბავია. ეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის პირველი საკანონმდებლო ფაზის დასრულების შესაძლებლობას იძლევა. ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია. ასე, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საქართველო წარმატებულად გაართმევს თავს, რის შემდეგაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოხდება “,- განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.