„პუტინის სარკომა გამწვავდა, ამბობენ, რომ კრიტიკულია“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. პუტინს სარკომა გაუმწვავდა, – ამის შესახებ იმიერკარპატელი მღვდელმსახური დიმიტრი სიდორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. სიდორი პუტინისთვის ლოცვას ითხოვს.
“ვილოცოთ ვლადიმერ პუტინისთვის, ჩემი მოსკოველი კოლეგები მეუბნებიან, რომ სარკომა გამწვავდა, ამბობენ, რომ კრიტიკულია. ვლადიმერ ვლადიმერის ძე სლავების მამაა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს”, – წერს მამა სიდორი.
Elise.com.u-ს ინფორმაციით, პუტინს კიბო პირველად 2003 წელს აღმოუჩინეს. დაავადება სწორ ნაწლავზე იყო და, სავარაუდოდ, ამოკვეთეს. რუსი ექიმები პრეზიდენტის დაავადების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს გრიფით “სრულიად საიდუმლო” და შესაბამისი ორგანოების მიერ მუდმივ კონტროლზე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები