გიორგი წერეთელი მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი, ავსტრიის დედაქალაქში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, ეუთოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურ დროში, სადაც უსაფრთხოება ყოველდღიურ აღდგენას საჭიროებს. ჩვენ მოქალაქეებს შორის ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მღელვარებას. ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების პარალელურად ადგილი აქვს რასიზმის, ქსენოფობიის, აგრესიული ნაციონალიზმის და პოპულიზმის აღდგენის საფრთხეს. და ამ გამოწვევების დაძლევა როგორ წარმოგიდგენიათ ეუთოს გარეშე? მოდით ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ ორგანიზაციის გაძლიერება, რათა იგი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს”, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

პრეზიდენტმა ორგანიზაციის აღმასრულებელ მხარესთან საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი წერეთელმა საველე ოპერაციებში ეუთოს მისიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც ქართველს, შემიძლია დავადასტურო ეუთოს მისიის როლის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც სამწუხაროდ ჩემს ქვეყანაში დაიხურა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მოუგვარებელი კონფლიქტის გამო ვითარება საგრძნობლად დაძაბული იყო. ეუთოს მისიის აღდგენას ჩემს ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მას შეუძლია ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს როგორც დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მთლიანად ქვეყანას”, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო ორგანიზაციის პოლიტიკური კონსულტაციების და ეუთოს საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები