იტალია მზად არის, უკრაინაში სამშვიდობოები გააგზავნოს
იტალია მზად არის, უკრაინაში სიტუაციის დასარეგულირებლად სამშვიდობოები გააგზავნოს, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იქნება გაეროს დონეზე,- ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა რობერტ პინოტიმ გაზეთ “Reppublica”-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“არ შეიძლება ჩუმად ადევნო თვალი იმას, თუ რაც ხდება, თუმცა, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რეაგირებაც ერთობლივად უნდა მოხდეს. ახლა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ასეთი სცენარითაც რომ განვითარდეს მოვლენები, მზად უნდა ვიყოთ”,- განაცხადა მინისტრმა.