„ნარკოტოკებს მერაბიშვილს სტრუქტურა განაგებდა სააკაშვილის დავალებით“

90-იან წელების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი-ერთი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სახელი ნარკოტრანზიტთან დაკავშირებული ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო.
„ნარკოტიკებით ვაჭრობამ სისტემური სახე მიიღო 1995 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმტორები გამოჩნდნენ. ეს უფრო მეტად სააკაშვილი ფრთას ეხება. მათ დაიწყეს ნარკოტიკებით ვაჭრობა – ყიდულობდნენ პანკისში და ჰყიდდნენ დანარჩენ საქართველოში…როდესაც სააკაშვილმა აბსოლუტური ხელისუფლება მიიღო, ნარკოტოკებს მერაბიშვილს სტრუქტურა განაგებდა სააკაშვილის დავალებით“, – აცხადებს ხაჩიშვილი.
მისივე თქმით, თამაზ თამაზაშვილის დაჭერაც ნარკოტიკებით ვაჭრობის თემას უკავშირდება. ხაჩიაშვილის თქმით, თამაზაშვილმა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი რამ იცოდა და მისი დაჭერა შურისძიება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები