ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველ მძღოლებთან დაკავშირებულ პრობლემას ადგილზე გაეცნობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი მღებრიშვილს და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციას შეხვდება. შეხვედრა რუსთავში, ქვემო ქართლის გუბერნიის შენობაში გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი რუსთაველი მძღოლების პრობლემატიკით დაინტერესდება და საპროტესტო აქციის მიზეზებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობა.