გიორგი კვირიკაშვილი: უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები და ის ეკონომიკური განვითარებისკენ მივმართოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმის შესახებ ისაუბრა. პრემიერი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანამ ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკურ განვითარებაში ის აქტიურად მიმართოს.

„ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების.

ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები