ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის დახურვა საქმის პროკურორის მოთხვნით გადაწყდა.
წინა სასამართლო სხდომა 22 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს დააკავეს. გამოძიების განცხადებით, დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში. ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები