არასრულწლოვნის სასტიკი მკვლელობა ტელეფონის გამო – რა მოხდა ოფშკვითში

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში თანატოლებს შორის სისხლიანი გარჩევისას, მოკლული 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრები სასამართლო განხილვას ელოდებიან.
წინასწარი გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
არასრულწლოვანის მკვლელობის შემდეგ, უკვე თვეზე მეტი გავიდა.
დანაშაული, რომელიც მობილური ტელეფონის გამო დაიწყო და მკვლელობით დასრულდა, 2017 წლის 2 დეკემბერს მოხდა. ოჯახს დედისერთა შვილი მოუკლეს.
თანასოფლელისა და თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული პირი ი.ტ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
გარდაცვლილის დეიდა მართლმსაჯულებისგან მოითხოვს, რომ მისი დის ერთადერთი შვილის მკვლელობისთვის, ის პირებიც უნდა დაისაჯონ, ვინც მკვლელობამდე არასრულწლოვანი სახლიდან გაიყვანა.
როგორც „კვირას“ გვანცა ცომაიამ განუცხადა, იგი მოითხოვს, დანაშაულზე პასუხისმგებლობა, კიდევ სამ პირს დაეკისროს.
„ჩემი დისშვილი და მისი მკვლელობისთვის დაკავებული, მეგობრები იყვნენ, თანასოფლელები და ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თუმცა, ბრალდებულმა მე-9 კლასის შემდეგ სკოლა მიატოვა, ქუჩაში დადიოდა და თავს მათხოვრობით ირჩენდა. ეს მკვლელობა ტელეფონის გამო მოხდა. ჩემი თორნიკეს მეგობარმა გოგომ ტელეფონი დაკარგა და ისიც იცოდა, ვინც მოიპარა. გოგომ ამის შესახებ ჩემს დისშვილს უთხრა. თორნიკემ ი. ტ. -ს მიაკითხა და ტელეფონის დაბრუნება მოსთხოვა. მან კი ეს შეურაცხყოფად მიიღო, მეორე დღეს, სამი მეგობარი მიუგზავნა და სახლიდან გაიყვანა. სახლიდან დაახლოებით 1 კმ-ის მოშორებით ი.ვ. დახვდა. მან ჩემი დისშვილი დანის ერთი დარტყმით მოკლა. ამ ფაქტს კიდევ სამი პირი შეესწრო. ცოცხალ-მკვდარი თორნიკე ტყეში მიატოვეს და გაიქცნენ. სწორედ მათ გაიყვანეს სახლიდან ჩემი თორნიკე“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას გვანცა ცომაია.
17 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დეიდა ამბობს, რომ დისშვილს ცხოვრება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მას უამრავი აუხდენელი ოცნება დარჩა.
დეიდა ამბობს, რომ არასრულწლოვანის მკვლელობის დროს, დედამისი საქართველოში არ იმყოფებოდა.
„ჩემი და, რომ შვილისთვის არაფერი მოეკლო, სტამბულში წავიდა და იქ მუშაობდა. შვილს 5 -ოთახიაბი ბინა და „ნისანის“ მარკის ავტომანქანა უყიდა. თორნიკე სკოლაში სწავლობდა, მაგრამ არც მუშაობა ეზარებოდა. წყალტუბოში მამას ფიზიკურად ეხმარებოდა. შვილის დაკრძალვის შემდეგ, ჩემი და ისევ სტამბულში წავიდა. ჩემს თორნიკეს, ახლა უფრო მეტი უნდა, ვიდრე ცოცხალი რომ იყოო“ – აცხადებს გარდაცვლილის დეიდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  

ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინ და, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეშიერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები