პროკურატურა უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ წყნეთის ქუჩაზე ინციდენტი პროკურორის ოჯახში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდა

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენისას ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები