თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლერმონტოვის ქუჩაზე დღეს მომხდარი შემთხვევის გამო გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მოქალაქემ, დავით შუკაკიძემ მასზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. ადგილზე გასულმა სამართალდამცველებმა ფაქტს კვალიფიკაცია მისცეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ცემას გულისხმობს.

დავით შუკაკიძე 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის “ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეა და არჩევნებში N11-ით მონაწილეობდა. შუკაკიძე 1990-იან წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 2011 წლის მაისში შუკაკიძე ე.წ. ყინწვისის საქმეზე დააპატიმრეს და პატიმრობიდან 2013 წლის იანვარში პოლიტიკური ამნისტიით გაათავისუფლეს.

2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობის ბრალდებით. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 24 ადამიანისგან შემდგარ დაჯგუფებას საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები