ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, ბერძენიშვილი დუმილის უფლებას ინარჩუნებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები