ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტი, რომელშიც მეორე ვადით მივიღე მხარდაჭერა თავმჯდომარეობის თაობაზე, მნიშვნელოვანი ქვეკომიტეტია, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე წევრი ქვეყნების მდგომარეობას აკონტროლებს. ამ მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს 2016 წლიდან უკვე აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კარგი მაჩვენებელი აქვს.

„მეორე ვადით ჩემი თავმჯდომარეობა გამოყენებულ იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სპეციალური განხილვები, მოსმენები, თუ როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებებები არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მაგალითზეც”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები