მამუკა ბახტაძე: ვიმედოვნებთ, საქართველოდან სერვისების ექსპორტი განვითარდება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსში განაცხადა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს კომპანია Wipro ესტუმრება. ის იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც საქართველოდან სერვისების ექსპორტს ეხება, განვითარდება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის მოქალაქეებისთვის.
მისივე თქმით, მსოფლიოს წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებითაა დაინტერესებული.
„პირველი შეხვედრა გაიმართა კომპანია Wipro-სთან, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს სექტორი განვავითაროთ საქართველოში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამის საშუალებას გვაძლევს და მსგავსი კომპანიები ძალიან დაინტერესებულები არიან, საქართველოში განავითარონ საქმიანობა. უახლოეს მომავალში ველოდებით ამ კომპანიის ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ეხება საქართველოდან სერვისების ექსპორტს, განვითარდება და ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის.
უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, შუა ზაფხულზე, როდესაც დასრულდება ამ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ჩვენ გვეცოდინება საბოლოო შედეგი. საუბარია ძალიან მსხვილ ინვესტიციაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები