“სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ის ადამიანები, რომლებსაც, არ უყვართ ბავშვები ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე”

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში დასაქმდებიან როგორც შსს-ს მოქმედი თანამშრომლები, ასევე სხვა პირებიც, ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მიმართულებით“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ის ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, არ უყვართ ბავშვები ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტში 10 ადამიანი დასაქმდება.
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომლებს, რადგან ჩვენ გვჭირდება გამოძიების მიმართულებით გამოცდილი კადრები იმისთვის, რომ მონიტორინგი იყოს ეფექტური. ასევე კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამინისტროს გარედან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება გააჩნია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება სპეციალიზებულ გამომძიებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულება, სპეციალიზებული გამომძიებლების რაოდენობის განსაზღვრა და სეპციალიზებული გამომძიებლების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იქნება.
„გვინდა გარკვეული წახალისება მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების, რომ ეს ადამიანები დავაინტერესოთ გახდნენ სპეციალიზებული გამომძიებელები. სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ისინი, ვინც არ არიან სენსიტიურები საკითხის მიმართ. მაგალითად, ვერ გახდებიან ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები, ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები