კრამატორსკში გატაცებული დეპუტატის სანაცვლოდ ქვიშიანი ტომრები მოითხოვეს
კრამატორსკში ქალაქის საბჭოს დეპუტატი, ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს დირექტორი სერგეი შაცკოვი გაიტაცეს. შეიარაღებული ადამიანები სატრანსპორტო სამმართველოში შეიჭრნენ და სატვირთო ავტომობილები მოითხოვეს. როცა გაირკვა, რომ ავტომობილები არ იყო, მათ მძევლად დირექტორი აიყვანეს. შაცკოვის გათავისუფლების სანაცვლოდ მათ რამდენიმე ათეული ქვიშიანი ტომრა მოითხოვეს. თანამშრომლებმა მათ ეს მოთხოვნა შეუსრულეს. ტრანსპორტს და ქვიშიან ტომრებს კრამატორსკში ბარიკადების ასაგებად იყენებენ. როდის გაათავისუფლებენ მძევლად აყვანილ დეპუტატს, ჯერჯერობით უცნობია.