თომას ბახი: მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შთამბეჭდავს უწოდებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.
შესაბამისი შეფასება თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ასევე დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივები, როლებიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რათა განვიხილოთ სამომავლო გეგმები და პროექტები. ჩვენ მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს”, – განაცხადა თომას ბახმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები