პუტინმა 300 ჟურნალისტი ყირიმის მოვლენების ობიექტურად გაშუქების გამო დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსული მედიის ჟურნალისტები ორდენებით დაჯილდოვდებიან. სახელმწიფო ჯილდოებს ისინი ყირიმის მოვლენების ობიექტურად გაშუქების გამო მიიღებენ. № 269 ბრძანებულებას „სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების“ შესახებ ხელი ჯერ კიდევ 22 აპრილს მოეწერა, თუმცა სახალხოდ არ გახმაურებულა. სულ 300 ადამიანი დაჯილდოვდა, აქედან – 90 კორესპონდენტი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ეს ბრძანებულება სახალხოდ არ გამოქვეყნებულა, დაჯილდოვება კი უპრეცედენტოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები