ეკა ბესელია: დავით კოდუას ცემის ფაქტს პოლიტიზება არ სჭირდება

საქართველოს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, საქმეში პოლიტიკური ელემენტების ხელოვნურად შეტანა არავის ინტერესში უნდა შედიოდეს და ამ საქმეს პოლიტიზება არ სჭირდება.
„აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური ელემენტების ხელოვნურად შეტანა არავის ინტერესში უნდა შედიოდეს და ეს კარგად არავისზე იმოქმედებს… ეს იყო ძალიან კონკრეტული დავა პირებს შორის და, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საქმე უმჯობესია, ცივილიზებული მეთოდებით გაირკვეს. ძალადობა წასახალისებელი და მოსაწონი არასდროს არის. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებმა ურთიერთობები სამართლებრივი, ცივილიზებული მეთოდებით გაარკვიონ“,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები