ნოვოგროდოვკაში სეპარატისტებმა ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანეს

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში სეპარატისტებმა ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანეს, მძევლებს შორის ოთხი დეპუტატია: კონსტანტინ მუსეიკო, ვალერი პავლიკი, ოლეგ ბუბიჩი და ერთი მეშახტე. “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, სეპარატისტებს მძევლები დონეცკის ადმინისტრაციის შენობაში ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტებმა წუხელ, გვიან ღამით, დონეცკში სამხედრო პროკურატურის შენობა დაიკავეს. შენობაში 2000-მდე შეიარაღებული სეპარატისტი შეიჭრა და სამხედრო პროკურატურის შენობა შტურმით აიღო. სეპარატისტები თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წევრები იყვნენ. შენობიდან მათ უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” დროშა აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები