ქარიშხალმა „ფრიდერიკემ“ გერმანიას ნახევარი მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა

გერმანელი სადაზღვევო სისტემის გაერთიანებამ ქარიშხალ „ფრიდერიკესგან“ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 500 მილიონ ევროდ შეაფასა. „ფრიდერიკე“ სიძლიერით მეორეა ქარიშხალ „კირილზე“, რომელმაც გერმანიას 2007 წელს გადაუარა. მაშინ ქვეყანამ 2 მილიარდი ევროთი იზარალა.
გერმანული მედიის ცნობით, „ფრიდერიკემ“ რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შორ მანძილებზე მიმავალი მატარებლების მიმოსვლა, რომელიც დღემდე შეჩერებული იყო, ნაწილობრივ აღსდგა. თუმცა პარასკევს ქარიშხალმა 200 სარკინიგზო ხაზი დააზიანა, რაც კვლავ პრობლემას ქმნის. ამას გარდა, საქსონიაში და ტიურინგიაში 16 ათასზე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გერმანიის დიდ ნაწილში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ქარიშხლის სიძლიერე ქვეყნის მთიან რეგონებში 200 კმ/ საათს აღწევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები