პეტერბურგში ჩხრეკის დროს ნიანგი და ხელნაკეთი ბომბები იპოვეს
სანქტ–პეტერბურგის პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო–პატრიოტული ორგანიზაციის დამფუძნებლის სახლში ნიანგი იპოვეს. რეპტილია შენობის სარდაფში აღმოაჩინეს. რუსულ მედიის ცნობით, მის შესახებ შესაბამის ორგანოებს უკვე აცნობეს და ნიანგს ადგილზე შემოწმება ვეტერინარებმა ჩაუტარეს. ამას გარდა, ქალაქის ზოოპარკში განაცხადეს, რომ ნიანგს ვერ მიიღებენ, რადგან ადგილი არა აქვს, ხოლო თავად მას დოკუმენტები არ გააჩნია.
აგრეთვე, როგორც ირკვევა, ძალოვნებმა ამ ადამიანის სახლში 20 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, საარტილერიო ჭურვი, ასამდე ვაზნა და კალაშნიკოვის ავტომატის 40 გადაკეთებული მაკეტი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „ეფ ეს ბე“–სთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.