„ნოშრევან ნამორაძემ აღიარა, რომ ბარნოვზე მოაწყო ვენდეტა“
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მტკიცებით, არსებობს ბევრი თვითმხილველი, რომელიც აღიარებს, რომ ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუას მარტო კი არა, არამედ ჯგუფურად, რამდენიმე ადამიანის თანხლებით დაესხა თავს და სასტიკად სცემა. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, დავით კოდუასთვის მიყენებული ჭრილობები მოწმობს იმას, რომ თავდამსხმელებმა მისი მკვლელობა სცადეს.
„ნოშრევან ნამორაძემ აღიარა, რომ დღისით, მზისით, ბარნოვზე მოაწყო ვენდეტა და შეიარაღებული თავდასხმა. არაერთი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც აცხადებენ, რომ თავდასხმაში ორი, სამი ადამიანი მონაწილეობდა. ეს არის ჯგუფური თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი კვალიფიციური კადრი დარჩა და მათ მაინც ჰკითხონ, რომ ეს არის ჯგუფური თავდასხმა. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ გირაოთი მარტივად მოხდეს მისი გამოყვანა, ან შსს აღიარებს, რომ ახალისებს ვენდეტას ქუჩებში და მიიღებს ვენდეტებს ქუჩებში, ან იტყვის, რომ ქვეყანაში კანონი ყველამ უნდა დაცვას“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.