ტურჩინოვი – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის”, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა “მეხუთე არხთან” ინტერვიუში გააკეთა.
“რუსეთის ფედერაცია ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის. მდგომარეობის სრული დესტაბილიზაცია უნდათ. აღმოსავლეთში მათ ეს გამოუვიდათ, ოდესელებმა კი წინააღმდეგობა გაუწიეს”, – განაცხადა ტურჩინოვმა ინტერვიუში. მან ოდესაში მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის რამდენიმე ორგანიზატორსა და მონაწილეს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და დნესტრისპირეთში არეულობის ორგანიზებაშიც იყვნენ შემჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები