ნინო სუთიძე: სახლი ჩემია – ნანუკა ტყუის, ნამორაძეების მას არაფერი უხარია

დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ „კვირასთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ნინო სუთიძის ინფორმაციით, სახლის ფოტო, რომელიც ერეკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა, ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ის ნამდვილად მათი კუთვნილებაა.
„კოდუებმა ყველაფერი წაგვართვეს. ჩემი ქმრის საპროცესო გარიგებაში 500 ათასი ლარი გადავიხადე და ნიკოლაძეზე საკუთარი სახლი გავყიდე. უსახლკაროდ ხომ არ დავრჩებოდით. როგორც კი ნოშიკო ციხიდან გამოვიდა, ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, დედაჩემის და მამაჩემის სახლი 150 ათას აშშ დოლარად გავყიდეთ და კრწანისის ქუჩაზე ეს სახლი ავაშენეთ. დედაჩემი ამჟამად ჩემთან ცხოვრობს. ისე ნანუკა ჟორჟოლიანმა „პროკრედიტ ბანკშიც“ დარეკოს და გაარკვიოს, რამდენი სესხი აქვს ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე მშენებელია და სახლის აშენების დროს ბანკიდან კრედიტიც გამოვიტანე. წავიკითხე, რაც დაწერა, „მიხარიაო“, – წერს, მას ნოშიკო ნამორაძის ან ჩემი არაფერი უხარია, ტყუილია, რასაც წერს… “ – განუცხადა „კვირას“ ნინო სუთიძემ.
მისი თქმით, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლი 60 კვ.მეტრ ფართობისაა და იქ უკვე წელიწადნახევარია, ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნოშიკო ნამორაძის სახლის ფოტო გამოაქვეყნა.
“ღმერთმა ბევრი მისცეს! ოღონდ გულწრფელად ვამბობ, საბას და მარიამს გეფიცებით! უბრალოდ ეს იმ ნოშიკოს სახლია, რომელსაც “ყველაფერი წაართვეს!” და ბავშვებით “ღია ცის ქვეშ დატოვეს!”- წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები