ირაკლი კობახიძე: უკრაინაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა

0

“უკრაინაში ვიზიტისას არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ გვქონია, ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და არც უკრაინის პრეზიდენტთან იქნება.
”ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი