ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვს

დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს ნოშრევან ნამორაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით დღესვე მიმართავს. პარალელურად, შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარეც, რომელიც ბიზნესმენისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, გამოძიება 118-ე განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ძიების პროცესში საქმე გადაკვალიფიცირდეს.
ადვოკატის თქმით, ეს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ექსპერტის დასკვნაზეა დამოკიდებული. ნოშრევან ნამორაძე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
„გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე მუხლით. მე, როგორ ნოშრევან ნამორაძის დამცველი, არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ არასწორია ნოშრევან ნამორაძის სამართლებრივი მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე გადაკვალიფიცირება და დამძიმება. მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდეგ შევა სასამართლოში პროკურატურა შუამდგომლობით აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნოშრევან ნამორაძის გირაოთი გათავისუფლებას ვითხოვთ“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები