გიორგი კოდუა ობიექტურ გამოძებას და ძიძის დაკითხვას ითხოვს

გიორგი კოდუა მისი ძმის ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტის ობიექტურ გამოძებას ითხოვს. მისივე თქმით, დროულად უნდა მოხდეს დავით კოდუას შვილის ძიძის დაკითხვა.
„ადამიანი მკვლელობისთვის იყო განწირული. ყველა დარტყმა სახეში მიაყენეს. ჩვენთვის გაუგებარია სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, არც დაუკითხავთ ძიძა, რომელიც იქ იმყოფებოდა. ჩვენ ადვოკატიც ავიყვანეთ. გამომძიებელი იმყოფებოდა ჩვენთან – გვინდა, ძიძის დაკითხვაო, მერე გვითხრეს, რომ აღარ გვაინტერესებს ძიძის დაკითხვაო“, – განაცხადა გიორგი კოდუამ.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ნამორაძე ყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა იგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები